აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილი ფინალში გავიდა.
ჯაბამ ფინალამდე დიდი გზა განვლო, 1/8 ფინალში ახალგაზრდა სპორტსმენმა უკრაინელ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს მოუგო, ნახევარფინალში კი მონღოლი მეტოქე ვაზარით დაამარცხა.
დღეს ჯაბასთან ერთად ასევე ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპრეზა, ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა, ბაგრატ ნინიაშვილი კი ასპარეზობას დამამშვიდებელ წრეში განაგრძობს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება. ჯაბაა მეტოქე ფინალში რუსი ალბერტ ოგუზოვი იქნება.





