უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი თუთაშვილი ნახევარფინალში გავიდა.
გიორგიმ ნახევარფინალამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში ავსტრიელი მეტოქე დაამარცხა, 1/8 ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში კი ებრაელ სპორტსმენს მოუგო.
დღეს საქართველოს სახელით კიდევ სამმა სპორტსმენმა იასპარეზა. ეთერ ლიპარტელიანი და ნატალია ყიფშიძე ასპარეზობას მალევე გამოეთიშნენ, ალეკო მამიაშვილი კი მეოთხედფინალშია.
გიორგი თუთაშვილის მეტოქე ნახევარფინალში რუმინეთი სპორტსმენი იქნება.





