ლისაბონი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.
66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშილი ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა. მან ესპანელ, ბელარუს და სერბ მეტოქეებს აჯობა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაუპირისპირდა.
ფინალში მარგველაშვილის მეოტოქე იტალიელი მანუელ ლომბარდო იყო, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია. სამწუხაროდ პირველი დაპირისპირება აპენინელის გამარჯვებით დასრულდა – იპონი.
ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და თემურ ნოზაძე.





