საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხვალ ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე 24 საათით ეროვნული გუნდის შემტევმა, საბა ლობჟანიძემ მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
„ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ჩვენთვის კი, კარგი ტესტი იქნება თუ როგორ შეგვიძლია ამ დონის მეტოქესთან დაპირისპირება.
ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით“, – განაცხადა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ქალაქ ენსხედეში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





