დღეს თბილისის “დინამოს” ოქროს თაობის ფეხბურთელი, გუნდის ყოფილი მარცხენა მცველი და ნახევარმცველი ვახტანგ ქორიძე 72 წლის გახდა.
ქორიძე დინამოში 1969-1970 და 1975-1980 წლებში თამაშობდა. მან “დინამოს” შემადგენლობაში 144 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა. ქორიძე არის საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი, 1977 წლის პირველობის მეორეადგილოსანი, 1976 და 1979 წლებში იყო სსრკ-ს თასის 2- გზის გამარჯვებული და ვერცხლისმედალოსანი 1980 წელს. 1981 წლის 13 მაისს გახდა ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. სსრკ-ს ნაკრებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.
“პრაიმ სპოტის” გუნდი ვულოცავთ ვახტანგ ქორიძეს იუბილეს.





