მსოფლიო პრესა ძალზედ სამწუხარო ინფორმაციამ მოიცვა. არგენტინაში, 30 წლის ფეხბურთელი სანტიაგო გარსია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.
როგორც ირკვვა, ურუგვაუალმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა. ბოლო პერიოდში ის ღრმა დეპრესიაში იყო და ხშირად იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამანტებს. გარდაცვლილი ფეხბურთელის გვერდით სამართალდამცავებმა იარაღი აღმოაჩინეს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. ფეხბურთელის გარდაცვალება მისმა გუნდმა, არგენტინულმა „გოდო კრუიზმაც“ დაადასტურა.
სანტიაგო გარსია ერთი პერიოდი ევროპაშიც აგორებდა ბურთს. ის პორტუგალიური „ნასიონალის“ და თურქული „ქაშიმფაშას“ წევრი იყო. ურუგვაელი ასევა თამაშობა „პარანაესში“ და ურუგვაულ „რივერ-პლეიტში“.
სანტიაგო გარსია ერთხელ არგენტინის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა. ეს 2017/2018 წლების სეზონში მოხდა, როდესაც 17 გოლი გაიტანა.





