იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშო დაიწყო.
ტურნირის პირველ დღეს, ტოჩინოშინი პრინციპულ მეტოქეს, მეექვსე მაეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა, რომელთანაც ბალანსი 16:7-ზე ჰქონდა.
მონღოლმა მეტოქემ ტოჩის თავიდანვე აგრესიულად შეუტია, რასაც ქართველმა სამწუხაროდ ხეირიანი ვერაფერი დაუპირისპირა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა.
ჰარუ ბაშოს მეორე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე 36 წლის ტამავაში იქნება, რომლის წინააღმდეგაც ქართველს 34 ბრძოლა აქვს გამართული და ჩვენებურის აქტივში 22 გამარჯვებაა.





