იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო გრძელდება.
ტურნირის მეთერთმეტე დღეს, ტოჩინოშინი პრინციპულ სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა, რომელთანაც ბალანსი 8:5-ზე ჰქონდა.
მეტოქემ ტოჩის თავიდანვე აგრესიულად შეუტია, რასაც ქართველმა სამწუხაროდ ხეირიანი ვერაფერი დაუპირისპირა და ოშიდაშით დამარცხდა.
ამ მარცხით ლევანს ბალანსი 3:8-ზე გაუხდა და სამწუხაროდ „მაკე კოში“ გაიფორმა (უარყოფითი ბალანსი).
ხვალ ტოჩი მეოთხე მაეგაშირა ტოჩინოშინი, პირველ მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება, რომელთანაც ბალანსი 5:5-ზე ბალანსი აქვს.




