რამდენიმე თვის წინ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ვახო ჩარკვიანის ხსოვნის საპატივცემულოდ მისი სახელობის “ვახოს თასი” გაიმართება:
“მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ რომ გაიმართება ვახო ჩარკვიანის სახელობის ტურნირი “ვახოს თასი”, ტურნირი გარდამავალ სახეს მიიღებს და ჩატარდება ყოველ წლიურად და მიეძღვნება ვახოს ხსოვნას. ტურნირი 3 დღე გაგრძელდება, 26 თებერვალს აიღებს სტარტს და პირველ დღეს გაიმართება ჯგუფის მატჩები,ჯგუფიდან გავა 2 გუნდი,ფლეიოფი გაიმართება 27 თებერვალს და ტურნირის ბოლო დღეს,28 თებერვალს, ვახოს დაბადების დღეზე, გაიმართება ფინალი. ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება 20 თებერვლამდე მიიღება განაცხადი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში.” – წერია “ვახოს თასის” ფეისბუქ გვერდზე.




