თბილისის “დინამო” 22 იანვრიდან ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კაცა ცხადაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
თბილისის “დინამო” თურქულ შეკრებაზე რუხის “ლვოვს”, “ნაპრედაკის”, “ლუდოგორეცს”, ხარკოვის “მეტალისტს”, კიევის “დინამოს”, მოსკოვის “დინამოს”, “რანდერსსა” და “ფახთაქორს” შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ “დინამომ” ახალი სეზონისთვის მზადება 10 იანვარს დედაქალაქში დაიწყო.





