დოჰას მასტერსის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.
21 წლის სპორტსმენმა 81 კგ წონით კატეგორიაში ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ტურნირის ჩემპიონიც დამსახურებულად გახდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მასტერსის დასკვნით მატჩში ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი მტკივნეული ილეთით დაამარცხა და ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
საერთო ჯამში, ჩვენმა ძიუდოისტებმა ტურნირი 5 მედლით დაასრულეს – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.





