პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა “შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერთასზე მეორე მატჩი ჩაატარა. ქართველმა მორაგბეებმა პენზის “ლოკომოტივი” დაამარცხეს.
ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი ტაიმი ანგარიშით 22:6 მოიგო. რუსები მალევე დაჯარიმდნენ და გიორგი ბაბუნაშვილმა ანგარიში ჯარიმით გახსნა. ლოკომოტივმა ორი ჯარიმა გაიტანა და წინ გავიდა, თუმცა მატჩის მე-14 წუთზე დავით გიგაურმა თამაშის პირველო ლელო დადო და ქართულმა გუნდმა უპირატესობა დაიბრუნა.
შეხვედრის მეორე ლელო შალვა მამუკაშვილმა დადო. შავმა ლომმა ბრწყინვალე მოლი ააგორა და დაახლოებით 18 მეტრის გავლის შემდეგ, ლელოც დაიდო. ტაიმის ბოლო ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა მიითვალა და შავი ლომის უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა.
ლოკომოტივმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და გიორგი ჭყოიძის ლელოთი ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა. გიორგი ხუროშვილმა მეორე ტაიმის 76-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დადო, რამაც შავ ლომს ბონუს ქულა მოუტანა.
რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ ჯგუფს შავი ლომი და ენისეი 10-10 ქულით ლიდერობენ.





