რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ფიფამ გადაწყვიტა, რომ ლეგიონერებმა სურვილის შემთხვევაში რუსულ კლუბებთან კონტრაქტი დროებით შეაჩერონ და უცხოურ კლუბებს იჯარის წესით შეუერთდნენ.
მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება ასევე მწვრთნელებს და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებსაც შეეძლებათ.
მოთამაშეებს კლუბისთვის ჯარიმის სახით ფულის გადახდა არ მოუწევთ.
ფეხბურთელებს რუსულ და უკრაინულ კლუბებში დაბრუნება 2022 წლის 30 ივნისს მოუწევთ.
ფიფა რუსულ აგრესიას გმობს და ოკუპანტ ქვეყანას ომის შეწყვეტისა და მშვიდობიანი ცხოვრების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
FIFA adopts temporary employment and registration rules to address several issues in relation to war in Ukraine
▶️ https://t.co/odNLmadIcs pic.twitter.com/SvLubX3Z5c
— FIFA Media (@fifamedia) March 7, 2022