“ბარსელონას” ახალწვეული სერხიო აგუერო ვარჯიშზე დაშავდა და დიდი ალბათობით, 2-დან 3 თვემდე ვერ ითამაშებს.
33 წლის აგუეროს დეტალური კვლევა დღეს ჩაუტარდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, არგენტინელი ნოემბრამდე ვერ ითამაშებს. ამრიგად, აგუეროს ლა ლიგაში დაბრუნება უკვე უიღბლობასთანაა დაკავშირებული. მისი საუკეთესო მეგობარი და “ბარსაში” გადასვლის მთავარი მიზეზი ლეო მესი გუნდიდან წავიდა, თვითონ კი ტრავმა მიიღო.





