საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბერძენ თანატოლებთან რუსთავში ამხანაგური მატჩი გამართა და 2:2 ითამაშა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა. 81-ე წუთზე გივი ხაციძემ შეამცირა სხვაობა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე კი გაბრიელ სიგუამ წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები საბერძნეთთან ერთ ტესტ-მატჩს კიდევ 18 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. გიორგი ჩიტაურის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.





