რუმინეთში, დინამო ბუქარესტის ფეხბურთელები მატჩის წინ მოედანზე ძაღლებით ხელში გავიდნენ.
რუმინეთში განსაკუთრებით ბევრი ქუჩის ძაღლია. იქ გზებზე ხშირად შეხვდებით დაღუპულ ცხოველებს. მოთამაშეებმა ყველას მოუწოდეს, რომ შეიფარონ ქუჩის ძაღლები.
ამ აქციაში ჩართვა მათ მეტოქე გუნდს, საფეხბურთო კლუბ ბუქარესტსაც შესთავაზეს, მაგრამ რუმინეთის დედაქალაქის დერბიში მეტოქემ ამაზე უარი განაცხადა.
ძაღლები თამაშზე სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტერიტორიაზე დარჩნენ და მთელი მატჩის განმავლობაში სტადიონზე იყვნენ. დინამო ბუქარესტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქცია მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

