„ბარსელონამ“ რონალდ კუმანის ხელში პირველი ჯილდო დაკარგა. კატალონიური გრანდი, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბილბაოსთან“ დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა“ ორჯერ იგებდა, საბოლოოდ მაინც 2:3 წააგო.
ეს დაპირისპირება კი ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვა კუთხით უფრო დაამახსოვრდებათ, ვიდრე ბლაუგრანას მარცხია. მატჩის 119-ე წუთზე, მოედნიდან ლიონელ მესი გააძევეს. ასეთი რამ კი ხშირად არ ხდება. ხშირად კი არა, არგენტინელმა ფორვარდმა, „ბარსელონაში“ გამართული ბოლო 753 შეხვედრაში, წითელი ბარათი პირველად მიიღო. მან „ბილბაოს“ ფეხბურთელს ასერ ვილიალირბეს სახეში ხელი ჩაარტყა, რაც არბიტრს არ გამოჰპარვია და მოედნიდან გააძევა.

„მსაჯის გადაწყვეტილებაზე საუბარი არ მსურს. ისე, კი მესის ამ მატჩში მონაწილეობა მცირე ტრავმის გამო ეჭქვეშ იდგა, თუმცა მან მითხრა რომ თამაში სურდა და მოედანზე გავიდა.
ვეღარც კი ვითვლიდი მის წინააღმდეგ რამდენჯერ დაჯარიმდნენ. ის ცდილობდა მეტოქე მოეტყუებინა, მაგრამ ეუხეშნენ. ვაპატიებ თუ არა? ჯერ ის ეპიზოდი განმეორებით რამდენჯერმე უნდა ვნახო“ – თქვა „ბარსელონას“ დამრიგებელმა რონალდ კუმანმა.





