ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი ტური გამორჩეული მოვლენით დაგვირგვინდა. კრიშტიანო რონალდუმ თავისი დიდებული საფეხბურთო კარიერის მანძილზე კიდევ ერთი უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
ვინ თუ არა ის? 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმაც ლეგენდარული მიშელ პლატინის რეკორდი დაამხო, რომელიც ფრანგმა ფეხბურთელმა და უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა.
მოკლედ, ბუდაპეშტში, გადაჭედილ „პუშკაშ არენაზე“, 60 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა უნგრეთს 3:0 მოუგო, ხოლო რონალდუმ დუბლი გაიფორმა და ახალი რეკორდიც გამოადნო.
ევროპის ჩემპიონატებზე კრიშტიანო რონალდუს ანგარიშზე უკვე 11 გატანილი გოლია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ მაჩვენებლით რონალდუმ მიშელ პლატინის გადაასწრო, რომელიც 9 გოლს ითვლიდა.
ეს ყველაფერი არ არის. პორტუგალიის ნაკრების და თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შედეგი დააფიქსირა. კრიშტიანო რონალდუსთვის ეს მეხუთე ევროპირველობა გახლავთ და ის ამ მხრივაც რეკორდსმენია.





