ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონი ახალი ფორმატით ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპზე ორი რაუნდი ჩატარდება, რომლის პირველი რაუნდი ოთხგუნდიან ჯგუფებად დაიყო. გუშინ საქართველოს ჩემპიონის, “ნიკეს” მეტოქეები გაირკვა.
“ნიკე” მე-9 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე ნიდერლანდური “ტვენტე” იქნება. ამავე ჯგუფის მეორე წყვილში სერბული სუბოტიცა სპარტაკი და ირლანდიული პემონტ იუნაიტედი შეხვდებიან.
ნიკე ტვენტესთან შეხვედრას 18 აგვისტოს გამართავს, 21 აგვისტოს კი მეორე მატჩს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლანჩხუთმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, ორი ეტაპი გადალახა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.


