“ბარსელონადან” წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში,ლეო მესი უკვე “პსჟ-ს” ფეხბურთელია. ლეოსა და ფრანგულ გრანდს შორის საბოლოოო შეთანხმებაზე ინფორმაცია ფრანგულმა სპორტულმა გამოცემამ, RMC Sport-მა და იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელეს. “პსჟ” მესის ტრანსფერს მალე ოფიციალურად დაადასტურებს.
მხარეები კონტრაქტის დეტალებზე დღეს შეთანხმდნენ.ლეოს ხელფასი წელიწადში 35 მილიონი ევრო იქნება.





