სენსაციები ჩოგბურთში არავის უკვირს. განსაკუთრებით, მოულოდნელი შედეგები ქალთა შორის ფიქსირდება ხოლმე. გამონაკლისი არც ამჯერად მომხდარა და ავსტრალიის ღია პირველობაზეც პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა.
პეტრა კვიტოვა ავსტრალიი ღია პირველობას, სადაც ის 2019 წელს ფინალში გავიდა მეორე წრეში გამოეთიშა. ჩეხმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერია რუმინელი სორენა კირსტეას წინააღმდეგობა ვერ დაძლია და 3 სეტში – 4/6, 6:1, 1/6 წააგო.
„დღეს კორტზე მაქსიმუმი ვერ გავიღე. მესამე სეტში საერთოდ არაფერი გამომდიოდა. რა თქმა უნდა გული მწყდება, რომ მელბურნს ნაადრევად ვემშვიდობები“ – იტყვის კვიტოვა მატჩისშემგდგომ კომენტარში.
შეგახსენებთ პეტრა კვიტოვა უიმბლდონის ორგზის ჩემპიონია.





