„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რალფ რანგნიკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. გერმანელი სპეციალისტი „წითელ ეშმაკებს“ მინიმუმ, სეზონის ბოლომდე უთავკაცებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელი, მაიკლ კერიკი სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლებს და რანგნიკის ასისტენტი იქნება.
63 წლის გერმანელი სპეციალისტი სხვადასხვა წლების განმავლობაში „შტუტგარტში“, „ჰანოვერში“, „შალკეში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „ლაიპციგში“ მუშაობდა, ბოლოს კი მოსკოვის „ლოკომოტივში“ სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
Welcome to Manchester United, Ralf Rangnick 🔴🇩🇪#MUFC
— Manchester United (@ManUtd) November 29, 2021





