ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაცია გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
56 წლის სპეციალისტმა ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბუნდესნაკრებს იოაჰიმ ლიოვი წვრთნის და ევრო 2020-ზეც გუნდს ის უხელმძღვანელებს, ფლიკი კი ნაკრებს ევროპირველობის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. საგულისხმოა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ფლიკი გერმანიის ეროვნულ გუნდში ლიოვის ასისტენტიც იყო.
✍️ Der Vertrag ist unterschrieben: Hansi #Flick wird nach der @EURO2020 neuer Bundestrainer.
Willkommen zurück, Hansi! 🇩🇪
➡️ https://t.co/zQDB9vFeJW#DieMannschaft pic.twitter.com/oCq9AFsSS9
— Die Mannschaft (@DFB_Team) May 25, 2021





