ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა და მის კარიერაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
ლაშამ აღნიშნული წარმატების შემდეგ, “პრაიმ სპორტს” ემოციები გაუზიარა.
“ფსიქოლოგიურად ვარ ძლიერი, შეჯიბრის დროს ოდნავი განცდაც კი არ მახასიათებს. ტურნირის დღეს მოტივირებული ვარ, რადგან ქართველები ბრძოლისთვის ვართ დაბადებულნი. ოლიმპიურ თამაშებზე ჩემი ქართული სულისკვეთება გამოვავლინე და და ჩემპიონიც გავხვდი. შეჯიბრის წინ, სამას არაგველს ვუსმენ, რადგან ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. კიდევ ერთი სიმღერაა – “დედისლოცვა”, რომელშიც დედა შვილს ომში აცილებს, სადაც რა თქმა უნდა მაგარი სიტყვებია აღბეჭდილი. მერე დედაჩემმაც თქვა ეს სიმღერა. ჩემი მშობლები როცა ხედავენ, რომ მათი შვილი ამდენს შრომობს და დიდი ხნის შემდეგ ეს ყველაფერი ფასდება, ყველაზე ბედნიერები იყვნენ დედამიწაზე. მშობლები ჩემით დღეს ამაყები არიან და ძალიან მიხარია”, – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ექსკლუზიური ინტერვიუ Prime Sport-თან 🥋🥇✊🇬🇪
Posted by Prime Sport • პრაიმ სპორტი on Tuesday, 3 August 2021