მოკვდა, მაგრამ მაინც მილიონობით ადამიანის გულებში მაინც ცოცხალია. თუ ვინმეზე შეიძლება ეს სიტყვები ითქვას, ერთ-ერთი უდავოდ დიეგო არმანდო მარადონაა.
ლეგენდარული არგენტინელი ათიანი 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არა მხოლოდ სამშობლოში, მთელ მსოფლიოში გულწრფელად დაიტირეს და ბუენოს-აირესში, მშობლების გვერდით დაკრძალეს, შემდეგ კი მისი კრემაცია იგეგმებოდა, მაგრამ ეს პროცედურა გარკვეული ხნით გადაიდება.
არგენტინის სასამართლომ ბრძანა, რომ მარადონას სხეული რაღაც დროის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს და კრემაცია არ მოხდეს. მიზეზი კი ის დავაა, რომელიც დიეგოს ქონებაზე ატყდა.
ქონების გაყოფაზე ერთმანეთს მარადონას კანონიერი და უკანონო შვილები დაერივნენ. ამიტომაც, საჭირო გახდება ნდმ-ის ნიმუშის აღება და მტყუან-მართლის გარკვევა ანუ ვინ არის დიეგოს რეალური მემკვიდრე და ვინ უბრალოდ გამორჩენას ელის.








