საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ახალგაზრდა ჩოგბურთელებს საქართველოში გასამართ ტურნირზე მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„მოგესალმებით, მე ვარ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოდან. განახლებული რეიტინგში ვარ მსოფლიოს 31-ე ჩოგანი. მინდა დაგპატიჟოთ თბილისში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში ახალგაზრდულ ტურნირზე, რომელიც 12-18 ივლისს გაიმართება. ეს ძალიან საინტერესო იქნება. იმედია იქ გნახავთ“, – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ბასილაშვილი.
ცნობისთვის. ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემია 12-დან 18 ივლისის ჩათვლით თბილისში საერთაშორისო ტურნირის გამართვას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას ახალგაზრდა ჩოგბურთელები მიიღებენ.





