29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსში მიმდინარე მასტერის მე-3 მატჩი მოიგო და ტურნირის მეოთხედფინალში კარიერაში პირველად იასპარეზებს.
ნიკამ მსოფლიოს 24-ე ჩოგანი რუსი კარენ ხაჩანოვი 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა. მატჩი თითქმის ორ საათს გაგრძელდა, არადა, ნიკას გაცილებით წყნარად გამარჯვების შანსი ჰქონდა.
ქართველ ჩოგბურთელს 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ბადესთან კი 9-დან 8 გათამაშება დაასრულა სათავისოდ. ბასილაშვილმა 6-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ დათმო.
მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ბერძენი სტეფანოს ციციპასი ავსტრალიელ ალექს დე მინორს შეხვდება.





