საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ბოსნია & ჰერცეგოვინელ დამირ ძუმჰურთან 3 სეტში 1:6, 7:5, 2:6 დამარცხდა და შეჯიბრზე ასპარეზობას გამოეთიშა.
მონპელიეს ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი გახლავთ. ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილი იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირამდე ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც იგი პირველ წრეში ენდი მარისთან დამარცხდა.
Open Sud de France-ის მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი დავიდ გოფინია, რომელმაც გასულ წელს, ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.





