როგორც ცნობილი გახდა, მამუკა ჯუღელი საქართველოს ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე, ფოთის “კოლხეთში” მივიდა.
ჯუღელმა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება აიღო, რომ გუნდში ყოველ წელს მინიმუმ 400 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. მისი მიზანია “კოლხეთი” სამ წელიწადში უმაღლეს ლიგაში გადაიყვანოს.
გარდა ამისა, სახელმწიფო საფეხბურთო ბაზის სრული მოწესრიგებისთვის 470 ათას ლარს გამოყოფს. დაწყებულია უკვე მინდვრის საფარის მოწესრიგების სამუშაოებიც.





