საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევმა ლევან შენგელიამ ბელგიურ “ლიოვენში” პირველი გოლი გაიტანა. “ლიოვენმა’ “მეხელენთან” ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც 2:1 მოიგო.
ლევან შენგელია მატჩში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და გუნდის ახალწვეულმა მე-2 ტაიმში გოლიც გაიტანა. პირველ ტაიმში მან ორჯერ სახიფათოდ ჩააწოდა საჯარიმოში, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ დაასრულეს კომბინაცია. მეორეში კი ლევანმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ლევან შენგელია ბოლო ორ სეზონში “კონიასპორში” თამაშობდა. ჯამში მან 59 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.





