ამავე წონაში იგივე ეტაპამდე მივიდა ლევან მატიაშვილიც. ლევანმა ჯერ ყაზახი იარასილ კაჟიბაევი დაამარცხა, მეორე წრეში ბრაზილიელ დავიდ მოურაც ყაზახის გზას გაუყენა და 1/4-ფინალში ისიც რუსს, თამირლანბაშაევთან დამარცხდა. რეპეშაჟში კი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდება.
-90 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე მოგვიანებით გამოვიდა ავთანდილ ჭრიკიშვილი. სამწუხაროდ, ქართველმა ჩემპიონმა რუს მიხაილ იგოლნიკოვთან წააგო.
ამავე წონაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა კი ყაზახი ისლამ ბოზბაიევი დაამარცხა და მესამე წრეში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს შეხვდება.





