ბორჯღალოსნება, რაგბი ევროპი ჩემპიონატში მესამე გამარჯვება იზეიმეს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს კალინინგრადში ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა და 23:6 იმარჯვა. ეს ჩვენი მორაგბეების რუს დათვებზე ზედიზედ მეოცე გამარჯვება გახლდათ.
მატჩის შემდეგ რა თქმა უნდა იმედგაცრუებული იყო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაინ ჯონსი.
„აუცილებლად წარმატებაზე ვფიქრობდითო რომ ვთქვა თავის მოტყუება იქნება. ილუზიებით ნამდვილად არ ვიკვებებოდით. ბონუს ქული გამომუშავება კი გვინდოდა, მაგრამ მეტოქემ არც ამის გაკეთების საშუელაბა მოგვცა.
მიმდინარე გათამაშება რუმინეთთან ძალიან კარგი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანა მეორე ან მესამე ადგილზე გასვლა თუ იქნება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს აშკარაა, რომ პირველობას ვერავინ შეეცილება.
საკმაოდ ნაყოფიერი 3 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და აქედან გამომდინარე შედარებით თანაბარ თამაშს ველოდი, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა გასაქანი არ მოგვცა. მჯერა ადრე თუ გვიან გამარჯვებები მოვა, ახლა კი გაზრდა გვჭირდება. ქართველი მორაგბეები ძლიერი ბიჭები არიან.
მატჩის მიმდინარეობისას გვქონდა გამონათებები, მაგრამ მთელი შეხვედრის მანძილზე ეს არ გამოგვივიდა, მეტოქემ კი ერთ დონეზე ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა ჭკვიანურად ითამაშა და დასახული გეგმები შეასრულა. ლელო ვერ დავდეთ და ამით ყველაფერია ნათქვამი“ – აღნიშნა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.





