პორტუგალიის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” 36 წლის სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ტყუპებს ელოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანუს მე-5 და მე-6 შვილები ეყოლება. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ინფრომაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კრიშტიანუს ჯორჯინასთან მე-3 შვილი ეყოლება, ალანა მარტინა მათი პირველი შვილია, კრიშტიანუ უმცროსი 11 წლის არის თუმცა მისი დედის ვინაობა დღემდე უცნობია, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს 4-4 წლის მატეო და ევა კი სუროგატი დედის მეშვეობით ჰყავს.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ტყუპებს – ჩვენი გული სავსეა სიყვარულით, მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას” – დაპოსტა რონალდუმ სოციალურ ქსელ Intagram-ზე






