ზაფხულამდე ანუ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე, ლიონელ მესის ირგვლივ არაერთ სატრანსფერო ჭორს გავიგებთ. ერთ-ერთი და თითქოს ყველაზე რეალური „პსჟ“-ს ვარიანტია, თუმცა აქტიური საუბრები მიდის „მანჩესტერ სიტის“ თაობაზეც.
ფრანგული მედია ირწმუნება, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ენის შესწავლაც კი დაიწყო. მიხვდებოდით, რომელ ენასაც ვგულისხმობთ. „რისთვის სჭირდება მას ფრანგულის სწავლა? დავიჯეროთ „სიტიში“ გამოადგება? არა გვგონია“ – წერენ ფრანგი ჟურნალისტები.
ამასობაში, თავად მესის ოჯახი და მასთან დაახლოებული პირები ამ ჭორებს უარყოფენ. მათი თქმით, ლიონელი ფრანგული ენის გაკვეთილებზე ნამდვილად არ დადის და ეს მორიგი დეზინფორმაციაა.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საქმე იქეთკენ მიდის, რომ კატალონიურ გრანდში მესის დიდებული ეპოქა მალე დასრულდება.








