კოსტა-რიკის ნაკრების და პსჟ-ს 34 წლის კარის დარაჯმა კეილორ ნავასმა დაზიანება მიიღო და უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს დაზიანება ბარძაყის არეში აქვს მიღებული. ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ცნობილი კეილორ ნავასის საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ გახდება.
წლევანდელ სეზონში კეილორს ჯანლუიჯი დონარუმას სახით რთული კონკურენტი ყავს, თუმცა პოჩეტინო ჩრდილოეთ ამერიკელ მეკარეს ენდობა. ამავდროულად იტალიელი დონარუმასთვის 34 წლის მეკარის ტრავმა შესაძლოა პირველი კიპერის წოდების მოპოვების კარგი შანსი გახდეს.
ნავასი პსჟ-ში 2019 წლიდან თამაშობს, კოსტა რიკელმა მეკარემ პარიზელთა მაისურით 88 მატჩში ჩაატარა.





