მადრიდის რეალი „ჩემპიონთა“ ლიგას დაემშვიდობა. ზინედინ ზიდანის გუნდმა ნახევარფინალური ბარიერი ვერ გადალახა და ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.
უკვე დაიწყო მითქმა-მოთქმა სამეფო კლუბში ფრანგი სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით. წავა თუ დარჩება? ეს კითხვა „რეალის“ ქომაგთათვის ახლა ძალზედ აქტუალურია.
მაგალითად, მადრიდული გრანდის ერთ-ერთი ლიდერი ტონი კროოსი თვლის, რომ ზიზუ გუნდში დარჩება. გერმანელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, ზიდანმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს და თავად ფრანგი მწვრთნელიც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუმცა სხვა აზრზე არიან „რეალის“ ფეხბურთელთა ნაწილი, კერძოდ კი მარსელო და ისკო. ორივე ფეხბურთელი გუნდში მათი ამჟამინდელი როლით და სათამაშო დროით უკმაყოფილონი არიან და თვლია, რომ ზიდანმა თავისი თავი „რეალში“ ამოწურა.
იგივეს ფიქრობს პოპულარული საფეხბურთო გამოცემა Goal-იც. არა, ზიდანის შესაძლებლობებში და სამწვრთნელო უნარჩვევებში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ ვარაუდობენ რომ თავად ზიდანი მიიღებს წასვლის გადაწყვეტილებას და არა ვთქვათ ფლორენტინო პერესი.
რაღა დარჩა? სეზონის დასრულებამდე სულ ცოტა დროა. აღდგომა და ხვალეო!





