იტალიის ქალაქ ოლბიაში სტარტს ახალგაზრდების ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს სახელით 13 ძიუდოისტი გამოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ბიჭები:
-60: გიორგი სარდალაშვილი; შაქრო შათირიშვილი
-81: გიორგი შერაზადიშვილი
-90: ნიკა ხარაზიშვილი; ლაშა მღებრიშვილი
-100: ილია სულამანიძე; მიხეილ ჯაფარიძე
+100: ირაკლი დემეტრაშვილი; საბა ინანეიშვილი
გოგონები:
-52:მარიამ ლაფაჩიშვილი
-57:ნინო ლოლაძე; რეგინა უთნელიშვილი
-63: ინდირა სილაგაძე
პირველ დღეს საქართველოს სახელით 3 ძიუდოისტი იასპარეზებს. ოქროს მედლის მოპოვებას -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალიშვილი და შაქრო შათირიშვილი შეეცდებიან. -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვებას მარიამ ლაფაჩიშვილი შეეცდება.
გიორგი განთესილია და პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე ჩილელ და ჰონგ-კონგელ სპორტსმენებს შორის გაირკვევა. წარმატების შემთხვევაში, 1/4-ში მისი სავარაუდო მეტოქე ყაზახი შერზოდ დავლათოვი იქნება.
შაქრო შათირიშვილი პირველ რაუნდში კანადელ სპორტსმენს დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე 1/8-ში სავარაუდოდ თურქი ემირჰან კარაჰანი იქნება.
მარიამ ლაფაჩიშვილი ასპარეზობას იტალიელ მეტოქესთან დაიწყებს, წარმატების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი ფრანგ და ბრიტანელ ძიუდოსიტებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00-ზე გაიმართება.





