პოლონეთში გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე,
15 წლამდე ძალოსანთა შორის საფინალო გამოსვლა დასრულდა.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.
ქართველი ძალოსანისთვის ორი ხელით აკვრა შედარებით დაძაბული გამოდგა და საქმეში ჟიური ჩაერთო.საბოლოო ჯამში ირაკლი ვეკუას მონაგარი ატაცში ვერცხლის, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს მედლებია.




