გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი ამხანაგურ მატჩში მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“ძალიან სასიხარულოა, როდესაც სამ თამაშს იგებ. ეს მთელ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რაც შეეხება ნაკრებს, იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებით გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორ თამაშში.” – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთთან 2021 წლის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.





