ინგლისის ნაკრების და თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ჰარი კეინი საგონებელშია. ფეხბურთელს ვერ გადაუწყვეტია „ტოტენჰემში“ დარჩეს თუ სხვა გუნდს მიაშუროს. უფრო მეტიც – ჰარი კეინი იმაზეც ყოყმანობს, საერთოდ პრემიერლიგაში აქვს თუ არა მის კარიერას მომავალი.
ის, რომ ინგლისელ ფეხბურთელს არაერთი გრანდი ეპატიჟება გასაკვირი ნამდვილად არ არის. იყო მითქმა-მოთქმა, რომ ჰარი კეინი არც ამ სეზონს გაატარებდა „ტოტენჰემში“, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ლონდონური გუნდის ერთგული დარჩა.
როგორც სხვადასხვა წყარო იუწყება, ჰარი კეინი ევროპის ჩემპიონატის დასრულებას დაელოდება და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს.
მიმდინარე სეზონში, აქამდე გამართულ 27 მატჩში, ჰარი კეინმა 17 გოლი გაიტანა.





