საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი 6 ივლისის შემდეგ სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოშია. მაისაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ამჟამად სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.
რუმინეთის რაგბის კავშირმა მაისაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა და ლევანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
”ჩვენი სპორტული დაპირისპირების შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ რა ხდება ამ მეტოქეობის მიღმა ეს ბევრმა არ იცის. საქართველოსთან მეგობრობა, პატივისცემა და დიდი ღირებულებები გვაკავშირებს. ძალიან ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდოგომარეობის გამო. გვსურს, რომ ლევანის ოჯახი გავამხნევოთ. გვჯერა, რომ ლევანიც მოძებნის ძალას ამ კრიტიკული მომენტის დასაძლევად.
ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში მალე დავბრუნდეთ. ერთმანეთს მოედანზე შევხვდეთ და კიდევ ერთხელ ვითამაშოთ რაგბი”, – წერს რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი.





