სახელოვანმა ქართველმა კარატისტმა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეხუთე ადგილოსანმა, 38 წლის გოგიტა არქანიამ დუბაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
პირველ წრეში არქანიამ მექსიკელი მოწინააღმდეგე 8:0 დაამარცხა, მეორე წრეში მონტენეგროს წარმომადგენელი – 2:0, მესამე წრეში ესპანელ მოწინააღმდეგეს 8:0 სძლია, მეოთხე წრეში ამერიკელს – 3:0, მეხუთე წრეში ხორვატ მეტოქეს – 3:1. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართა, ქართველმა კარატისტმა იტალიელ მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გოგიტა არქანიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეორეჯერ მოიგო.





