უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი თუთაშვილმა საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.
გიორგიმ პირველ წრეში ავსტრიელ მეტოქეს მოუგო, 1/8 ფინალში აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, 1/4 ფინალში ებრაელ სპორტსმენს სძლია, ნახევარფინალში რუმინელ მეტოქესთან დამარცხა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ფრანგი მეტოქე დაამარცხა და კუთვნილი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს დღეს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი ექნება, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ალეკო მამიაშვილი ფინალში იასპარეზებს.





