პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოს გრან პრი იმართება. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ტერაშვილი შეჯიბრების 1/4 ფინალში გავიდა.
გიორგიმ 1/4 ფინალამდე ორი მეტოქე დაამარცხა, 19 წლის ქართველმა სპორტსმენმა პირველ წრეში ამერიკელ მეტოქეს სძლია, 1/8 ფინალში კი ბელგიელი კასე დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
დღეს გიორგის გარდა, საქართველოს სახელით ალმადას გრან პრიზე მონაწიელობა გიორგი შერაზადიშვილმა და დიმიტრი გოჩილაიძემ მიიღეს, თუმცა სპორტსმენები ასპარეზობას მალევე გამოეთიშნენ.
ცნობისთვის, 1/4 ფინალურ ეტაპზე გიორგი ტერაშვილის მეტოქე ტურნირის განთესილი უზბეკი სპორტსმენი იქნება.





