დღეს, ქალაქ პრაღაში ძიუდოს ჭაბუკების ევროპის თასმა აიღო სტარტი. საქმეში 7 ქართველი ჩაერთო.
სამწუხაროდ -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტები მალევე გამოეთიშნენ ასპარეზობას.
-60 კილოგრამში გაგვახარა 18 წლის გიორგი სარდალშვილმა, რომელმაც უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა. გიორგიმ ფინალამდე მიმავალ გზაზე 4 სპორტსმენი დაამარცხა, გადამწყვეტი ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ გაზიმ ვალიზადას იპონით სძლია და კუთვნილი ოქროს მედალი მოიპოვა.
ხვალ ტატამიზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვა.





