საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ფორმაში შედის. მან „გენტში“ ზედიზედ მესამე თამყ ჩაატარა.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „გენტის“ ფორმით ამჯერად კონფერენს ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა ითამაშა პოლონეთში, სადაც მისი გუნდი „რაკუვს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
გიორგი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე გოლის შემდეგ, 68-ე წუთზე შევიდა. თუმცა მისმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა.
პირველი თამაშის შემდეგ „რაკუვი“ უეფას კონფერენციათა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა. განმეორებითი მატჩი ერთი კვირის შემდეგ, 26 აგვისტოს ბელგიაში გაიმართება.





