ბელგიური “გენტის” შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო. ქართველი ფეხბურთელი კონფერენსლიგის მე-2 ტურში ფამაგუსტას “ანორთოსისთან” მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. როგორც ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზებრუკმა თქვა, მიზეზი სწორედ ტრავმაა.
შესაძლოა ჩაკვეტაძე მოედანს ბელგიის ჟუპილერ ლიგის მომდევნო ტურში, 3 ოქტომბერს დაუბრუნდეს. ეს გამოკვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
“გიორგი ხვალ არ ითამაშებს, რადგან პრობლემები აქვს ბარძაყზე. თავიდან არცისე სერიოზული ჩანდა და გიორგიმ ჩვენთან ერთად ვარჯიშიც შეძლო, მაგრამ დღეს ძალიან გაუჭირდა და განაცხადს მიღმა დარჩა. უახლოეს დღეებში შემდგომი კვლევები ჩაუტარდება და ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს კვირას”, – თქვა ვანჰაეზებრუკმა.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა.





