საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბელგიური “გენტი” ლატვიურ “რიგას ფუტბოლა სკოლა” ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.
ახალგაზრდა ქართველი შეხვედრის 63-ე წუთზე ენდრიუ ჰიულსაგერის ნაცვლად შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ ბოლოს ოფიციალური მატჩი 2020 წლის 4 ოქტომბერს ბეერსხოტის წინააღმდეგ ჩაატარა.
ცნობისთვის, კონფერენს ლიგაზე ბელგიური “გენტის” შემდეგი მეტოქე პოლონური “რაკოვი” იქნება, რომელმაც თავის მხრივ ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” დაამარცხა.





