ბელგიური “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენსლიგაზე “ფლორასთან” მატჩის 22-კაციან განაცხადში შეიყვანა.
ბელგიური კლუბი 9 დეკემბერს, კონფერენსლიგის B ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ესტონურ “ფლორას” შინ დაუპირისპირდება.
ქართველმა შემტევმა მოედანზე ბოლოს 7 ნოემბერს, ჟუპილერ ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის “სერენის” წინააღმდეგ ითამაშა.
ჩაკვეტაძე “ანორთოსისთან” სათადარიგოთა სკამზე იყო, შემდეგ კი ვანჰეზებრუკმა გიორგი განაცხადშიც არ შეიყვანა და მთავარმა მწვრთნელმა ამაში ქართველი ფეხბურთელი დაადანაშაულა, ასევე თქვა, რომ გიორგიმ ეს ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” მაისურით 14 მატჩი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.





