ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, გიგი აბუაშვილი პორტუგალიურ „პორტუში“ ჩაირიცხა. ინფორმაცია გიგის მამამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა „პორტუსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა თავდაპირველად B გუნდში ითამაშებს. ასევე ცნობილია, რომ გიგი 47-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

აბუაშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც წარმატებით გამოდიოდა.





